აღნიშნული საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის თქმით, დარეჯან ჩხეტიანის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტი დადგენილებას დღვანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებს:
„გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოვიდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ადგილმონაცვლედ განისაზღვრა ქალბატონი დარეჯან ჩხეტიანი. ჩვენმა კომიტეტმა განიხილა ეს საკითხი და შესაბამისი დასკვნით მივმართეთ პარლამენტის ბიუროს. ბიურომ დღევანდელი დღის წესრიგში შეიტანა ეს საკითხი და პარლამენტი პირველ რიგში განიხილავს ამ საკითხს, რადგან რეგლამენტის თანახმად, ჯერ ამ საკითხს უნდა ეყაროს კენჭი და შემდეგ დანარჩენ საკითხებს. უფლებამოსიელბის ცნობა მოხდება დადგენილებით.“
დარეჯან ჩხეტიანი დაიბადა 1955 წლის 3 იანვარს. 1978 წელს ჩააბარა ქალაქ მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე, 1985-1988 წლებში სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ორდინატურაზე.დარეჯან ჩხეტიანი 1987 წლიდან დღემდე არის შპს „ბოლნისის სამშობიარო სახლის“ დირექტორი, სვადასხვა დროს მუშაობდა ბოლნისის რაიონის საავადმყოფოში და მოსკოვის №5 სამშობიაროში მეან-გინეკოლოგად.
დარეჯან ჩხეტიანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბოლნისის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
