ქრთამის აღების ბრალდებით ხელვაჩაურის გამგეობის რწმუნებულები დააკავეს

გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთების ფიზიკურ პირებზე უკანონოდ, რეგისტრაციისათვის საჭირო ყალბი დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი აიღეს.


მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.