ადვოკატი: ნარკორეალიზაციაში ერთ-ერთი ბრალდებული პარაცეტამოლს ყიდდა

12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების რელიზაციის ბრალდებით დაკავებულების ადოკატი გია გოროზია “რუსავი 2-თან” საუბრისას ამბობს, რომ  შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში მისი დაცვის ქვეშ მყოფი არა ნარკოტიკს, არამედ პარაცეტამოლს ყიდდა და ეს ექსპერტიზითაც არის დადასტურებული.

მისივე თქმით, მოწმეზე, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამხილა, ზეწოლა ხდება:

“შეუძლებელია, მოწმე, რომელიც არის ძირითადი მოწმე და გარკვეული პირები დანაშაულში უნდა ამხილოს, დარწმუნებული ვართ, რომ ამ მოწმეზე ხორციელდება გარკვეული ზეწოლები. ჩვენი ვარაუდია, რომ სასამარლოში რომ მოვიდეს და თქვას სიმართლე და ამ სიმართლის, შესაძლებელია, გამოძიებას ეშინოდეს. სიმართლეა ის, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ის დანაშაული, რომელსაც გამოძიება ედავება, სინამდვილეში, არ აქვს ჩადენილი. იმ ვიდეოში, რომელზეც, აღნიშნულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დამერწმუნეთ, არ აძლევს ნარკოტიკულ საშუალებას. ექსპერტიზის დასკვნა დევს საქმეში და ამ სამი დასკვნით არის დადასტურებული, რომ აღნიშნული ნივთიერება პარაცეტამოლია,”- განაცხადა მან.