ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, გარდაცვლილს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და  ცეცხლსასროლი იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.