ქობულეთის რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული  ვაგზალი დახვდებათ. საქართველოს რკინიგზამ ორთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა.

შეიცვალა  სადგურის სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED  სანათები. საქართველოს რკინიგზა ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში მყოფი სადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა.