წიქარიშვილი, ორაშვილი, ვერძეული და მენაბდე გახარიას ხვდებიან -ტვ პირველი

ტვ პირველის ცნობით, ამ წუთებში [23:04] შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარია  ხვდება ბექა წიქარიშვილს, სოფო ვერძეულს, ვახუშტი მენაბდეს და ნაჯა ორაშვილს.

ბექა წიქარიშვილი წარმოადგენს “თეთრი ხმაური მოძრაობას”, სოფო ვერძეული – “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს”, ნაჯა ორაშვილი არის კლუბ “ბასიანის ” დამფუძნებელი, ვახუშტი მენაბდე კი არის კონსტიტუციონალისტი და აქტივისტი.

შეხვედრა პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდა, რაც აქციას “ჩვენი თავისუფლებისთვის” ნაციონალისტური ჯგუფები კონტრაქციით დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ტექნიკა.

საპროტესტო აქცია თბილისში 12 მაისს კლუბ “ბასიანში” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა.

მოვლენათა ქრონოლოგია