ბერა ივანიშვილი მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს

რეპერი ბენა ივანიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილია, ახალი სიმღერით მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს. ახალი სიმღერა ბერას youtube გვერდზე დღეს, 13 მაისს აიტვირთა.

სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა კონკრეტულად მარიხუანის ლეგალიზებას უჭერს მხარს, სხვა ე.წ. “სინთეტიკურ ნარკოტიკებზე” კი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. ტექსტში ახსენებს”ბარიგებს”, რომლებიც ბევრ ხალხს კლავენ”. სიმღერის ბოლოს ამერიკელი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას ტაისონის სიტყვებია:

“ვფიქრობ, თუ რეალურად აანალიზებ, იმ რაღაცეებთან შედარებით, რაც ლეგალურია, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ოდესმე კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო. იმას ვგულისხმობ, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოგაყენოს, ვიდრე მარიხუანის მოწევამ “.

მას შემდეგ, რაც თბილისში, სავარაუდოდ, დაუდგენელი ნივთიერებით რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, 6 მაისს ბერამ ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კლუბ “ბასიანში” მომხდარი “მკვლელობების” გამოძიებით დაინტერესბულია:

“ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი “ბასიანი” ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი “მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება. მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას”,- წერდა ბერა.

ამის შემდეგ კლუბებში “გალერი” და “ბასიანი” სამართალდამცავებმა 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყეს.

მოვლენათა ქრონოლოგია