აქციის მონაწილეები კარვების გაშლას იწყებენ

მკაცრი ნარკოპოლიტიკისა და კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბექა წიქარიშვილი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარვების გაშლას იწყებენ.

“სამარცხვინო იყო კახა კალაძის განცხდება, რომ თითქოს აქ შეკრებილმა ხალხმა ცხელ გულზე მოვიფიქრეთ ჩვენი მოთხოვნები. ჩვენი ვითხოვთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა დატოვოს თანამდებობა. ასევე უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვერ გრძნობს საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას,”-აცხადებს ბექა წიქარიშვილი. მისი თქმითვე, ისინი პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლას იწყებენ.

თბილისის მერი კახა კალაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 12 მაისს თბილსიის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია არის დარტყმა კლუბურ ცხოვრებასა და ღამის ეკონომიკაზე. “ვისმენ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ევრ დავეთანხმები.  საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და მის მომავალ განვითარებაზე. აქ ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ ადამიანებს. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი მხრიდან იქმნება მაქსიმალური თანადგომა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია დედაქალაქს “, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია “ჩვენი თავსიფულებისთვის” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვანაა დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს, ასევე  12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.