ახალი ამბები

ილია მეორე: ისრაელთან უვიზო მიმოსვლა მომლოცველებს წმინდა მიწაზე ჩასვლაში დაეხმარება

29 ნოემბერი, 2013 •
ილია მეორე: ისრაელთან უვიზო მიმოსვლა მომლოცველებს წმინდა მიწაზე ჩასვლაში დაეხმარება

საპატრიარქოს ინფორმაციით, საუბრის ერთ–ერთი თემა საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლა იყო:

 

“უწმინდესმა და უნეტარესმა ილია  II-მ აღნიშნა, რომ ქართველთა და ებრაელთა მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ერებისთვის და ორ სახელმწიფოს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხზე მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართველი მომლოცველების რიხცვის გაზრდას წმიდა მიწაზე და კიდევ უფრო დააახლოებს ისრაელსა და საქართველოს, რაც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს მთავარმა რაბინმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ქართულ და ებრაულ ენებზე ფსალმუნთა წიგნი აჩუქა. პატრიარქმა ელჩს და მთავარ რაბინს ასევე მიართვა სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრას კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანიაც ესწრებოდა.



მასალების გადაბეჭდვის წესი