ფეხით მოსიარულეებისთვის ჯარიმა 10 ლარამდე გაიზარდა

ცვლილებების მიხედვით, საგზაო მოძრაობის მონაწილე პირის მიერ (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის, ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

 

გარდა ამისა, ამავე მუხლის თანახმად, გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.