ადმინისტრაციული

კანონპროექტით ცვლილებები შედის და ზუსტდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, როგორებიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, სატრანსპორტო საშუალების მართვა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით, საგზაო ნიშნის, ან საგზაო მონიშვნის უგულვებელყოფა, ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა, არასრულწლოვანთა დათრობა და სხვა.