გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარება საქართველოს

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატმა, ზამთრის პერიოდში, შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად 200,000 დოლარზე მეტი გამოყო. 

 

აღნიშნულ დახმარება გათვლისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსთვის, მრავალშვილიან ოჯახებისთვის, სადაც ბავშვების ასაკი არ აღემატება 18 წელს და მარტოხელა მოხუცებისთვის.

 

თითოეული ოჯახი მიიღებს 300 ლარამდე თანხას, რომელიც პირდაპირ მათ საბანკო ანგარიშებზე დაირიცხება.

 

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.