ფეხსაცმელი ცხოველის ტყავის გარეშე – PETA

ცხოველების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია PETA იმ ფეხსაცმლის მწარმოებლებს ასახელებს, რომლებიც თავისი პროდუქციის ნაწილში ცხოველის ტყავს ან სხეულის სხვა ნაწილებს არ იყენებენ. მათ მიერ შედგენილ სიაში სხვებთან ერთად  HUGO BOSS, TOMS და VANS მოხვდნენ.

HUGO BOSS

როგორც PETA -წერს, Hugo Boss პროდუქციისთვის ხშირად იყენებს ვეგანურ მასალებს. მათი ფეხსაცმლის დიდ ნაწილში კი ანანასის ფოთლებისგან დამზადებული “ტყავია” გამოყენებული. მატერია, რომელსაც პინატექსი ჰქვია, ჯერ ბაზარზე ახლადშემოსულია. პინატექსის დამზადებისთვის ანანასის ფოთლების გარდა დამატებითი რესურსები საჭირო არ არის.

TOMS
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც რიგი მოდელების დასამზადებლად ცხოველების ტყავს არ იყენებს, TOMS-ია.

VANS 
სკეიტბორდინგისთვის განკუთვნილი ფეხსაცმლის მწარმოებლის, VANS-ის კოლექციის თითქმის ნახევარი ცხოველების ტყავისგან არ მზადდება.

Ethletic

Ethletic თავის მომხმარებელს ისეთ სპორტულ ფეხსაცმელს სთავაზობს, რომელიც გადამუშავებადი მატერიისგან მზადდება.

Indosole

Indosole -ს ფეხსაცმელი გადამუშავებული საბურავებისგან მზადდება.

ვეგანური ფეხსაცმლის სრულ ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.