საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს დააფინანსებს

საქართველოს ბანკმა, წამყვანმა ბანკმა საქართველოში, სოციალური  საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული,  რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.  

საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი მიზნად ისახავს სოციალური საწარმოების  პროექტის ისეთი იდეის გრანტით დაფინანსებას,  რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.

ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. ესენია:

ჯამში 2017 წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სოციალური საწარმოს 103 პროექტმა მიიღო, რომელთაგანაც დამოუკიდებელმა ჟიურიმ 11 ფინალისტი შეარჩია, გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს ბანკი თოთოეულს 50 000 ლარამდე მოცულობის გრანტს გადასცემს.

საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების დაფინანსებას 2017 წლიდან ახორციელებს და ჯამში 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად  386 917  ლარამდე დაფინანსება გამოყო.

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 34.4%), სესხებისა (საბაზრო წილი 32.4%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.9%) მიხედვით (2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად).  „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა 2.3 მილიონ კლიენტს 281 სერვისცენტრის, 850 ბანკომატისა და 2,842 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge