სომხეთში პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს

დღეს, 8 მაისს, სომხეთის პარლამენტმა  ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი 59 ხმით 43-ის წინააღმდეგ აირჩია.

1 მაისს სომხეთის ეროვნული კრებაში [პარლამენტი] პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს ყველაზე მეტი [58] მანდატის მქონე, სახელისუფლებო რესპუბლიკურმა პარტიის დეპუტატებმა. შესაბამისად, ფაშინიანი პარლამენტმა ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრად ვერ აირჩია. ფაშინიანმა მხოლოდ 45 ხმა მიიღო, მისი არჩევის წინააღმდეგ კი 55-მა დეპუტატმა მისცა ხმა. იმისთვის, რომ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად აერჩიათ, 53 ხმა იყო საკმარისი. საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტს მისი კანდიდატურისთვის კენჭი კიდევ ერთხელ უნდა ეყარა.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია: