8 მაისს, 11:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი „ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის (GeNPUD)“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: საქართველოში არსებული ნარკო ვითარების შედეგად განვითარებულ მოვლენები.
12:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორი მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს იმ ნუსხაზე იმსჯელებს, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.
10:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით, სასტუმრო იოტაში (თბილისი, ლერმონტოვის ქ. #10) მიგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართება.
11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება (თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)
11:00 საათზე, ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კომერციული ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციები, ლომბარდებთან დაკავშირებული საკითხები.
11:30 საათზე, მოძრაობა “ქართული მისიის“ ხელმძღვანელი გია კორკოტაშვილი მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არსებული ნარკოპოლიტიკა; ახალგაზრდების გარდაცვალებისა და ინტოქსიკაციის ფაქტები.
12:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
(თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
13:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ვებ-გვერდისა და რუკის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან მიწვეული სტუმრები და კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წარმომადგენლები
15:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. (თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)