CNN-ის ცნობით, კილაუას ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, მინიმუმ 26 საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ვულკანმა ჰავაიზე პირველად 3 მაისს იფეთქა, 4 მაისს კი ამოფრქვევის პარალელურად 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა.
ამერიკის გეოლოგიური კვლევის თანახმად, ეს არიდ ჰავაის კუნძულზე 1975 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა.
ვულკანის ამოფრქვევის და მიწისძვრის გამო,ადგილიდან 1 700 ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჰაერში გოგირდის დიოქსიდის მაღალი შემცვლელობაა, რაც მომწამვლელი ნივთიერებებისა და დაავადაბათა რეესტრის ცნობით, შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.