თავისუფლების მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა [ფოტო]

თავისუფლების მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილში მსხდომმა ორმა პირმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.