როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე

ჯანსაღი და მოვლილი კანი, გარდა გარეგნული ეფექტისა, ყოველდღიურ განწყობაზე მოქმედებს. არსებობს სახის კანის მოვლის საუკეთესო და გამოცდილი საშუალებები, რომლებიც ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით სიმსუბუქისა და სისუფთავის შეგრძნებით მთელი დღის განმავლობაში აგავსებთ.

ზამთრის სუსხიანი ამინდების შემდეგ კანი იფიტება და მნიშვნელოვანია წყლის ბალანსის აღდგენა. გაზაფხული საუკეთესო პერიოდია ზამთრისგან გამომშრალ სახის კანის გასაჯანსაღებლად და ზაფხულის რუჯისთვის მოსამზადებლად.

სახის კანის ეფექტურ მოვლას სპეციალისტების მიერ შერჩეული საშუალებები სჭირდება, თუმცა ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი Bioderma მოვლის საშუალებათა მზა ნაკრებს – Hydrabio გამას გთავაზობთ.

გამა მოიცავს დამატენიანებელ, გამწმენდ და წყლის ბალანსის ბუნებრივად აღმდგენ საშუალებებს. სწორედ ეს უნიკალური და ხარისხიანი ნაკრებია ის, რაც თქვენს სახის კანს სჭირდება ზამთრის დასასრულს და ზაფხულისთვის მოსამზადებლად.

[blue_box]Bioderma Hydrabio Serum – დამატენიანებელი შრატი[/blue_box]

Hydrabio-ს დამატენიანებელი შრატის უნიკალურია თავისი შემადგენლობით. შრატი შედგება ჰიალურონის მჟავისა და ვაშლის ექსტრაქტისგან, რაც  უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას ხანგრძლივი დროით, ამასთანავე საგრძნობლად აჯანსაღებს კანის სტრუქტურას და საუკეთესო ბაზაა მაკიაჟისთვის. დამატენიანებელი შრატი გამოიყენება ყოველდღიური მოხმარების კრემთან კომბინაციაში.

[blue_box]Bioderma Hydrabio Perfecteur SPF 30 – დამატენიანებელი კრემი[/blue_box]

გაზაფხულის მზის სხივებისგან დასაცავად Hydrabio-ს ხაზის სახის დამატენიანებელი, მსუბუქი კრემი დაგეხმარებათ. კრემის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი PP და ვაშლის ბუნებრივი ექსტრაქტი კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს. ეს დამატენიანებელი აფერხებს დაბერების პროცესს და მზისგან დამცავი ფილტრის  საშუალებით გიცავთ ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

[checklist]

[/checklist]

[blue_box] Bioderma Sensibio H2O – პოპულარული სახის გამწმენდი[/blue_box]

მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს  Sensibio-ს გამწმენდი მიცელარული წყალი, რომელიც  პრემიუმ კლასის გამწმენ საშუალებად ითვლება და ბრიტანული „ვოგის“ სილამაზის გმირადაა შეფასებული.

[checklist]

[/checklist]
სახის კანის სრულყოფილი მოვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიღბის გამოყენება  Hydrabio-ს დამატენიანებელი ნიღაბი აღადგენს კანის ელასტიურობასა და ცოცხალ შეფერილობას. კანის სტურქტურა უმჯობესდება ნიღაბში შემავალი ვაშლის ექსტრაქტის, ლამინარიასა და რამნოზას უნიკალური კომბინაციის საშუალებით.
[checklist]

[/checklist]

ნუ დაკარგავთ კანის მოვლის საშუალებების შესარჩევად ბევრ დროს. Bioderma-ს Hydrabio გამა თქვენი კომფორტის, სილამაზისა და სიჯანსაღისთვისაა შექმნილი.