მისი მტკიცებით, ციხეში 2 წელიწადი უსაფუძვლოდ გაატარა. ამის შესახებ ბესიკ ხარძიანმა ტვ3–ის ტელეეთერში, გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” ისაუბრა. მისი თქმით, ვიდრე კარანტინში იმყოფებიდა, ყოველდღე სცემდნენ:
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის განცხადებით, ზეწოლის შედეგად მას სიღნაღში გამართულ აუქციონზე 35 000 ლარად ღირებული გარაჟი 1,5 მილიონ დოლარად აყიდინეს:”სასტუმრო “საქართველოს” მეპატრონე გახლდით, დაიჭირეს დირექტორი. ერთ–ერთი მათ შორის ჩემი გარდაცვლილი მეგობრის მამა იყო. აქედან გამომდინარე, ასეთი ზეწოლის ქვეშ როგორ არ უნდა გადამეხადა, რა უნდა გამეკეთებინა. ფინანსურ პოლიციაში წამიყვანა გრიგოლ ფერაძემ, შემდეგ იყო გელოვანი. ამ საუბარს ესწრებოდა პარლამენტარი ნიკოლეიშვილი და ვინმე ქარსელეძე. რომელმაც მომმართა, რომ აიღე ტელეფონი და დარეკე ტარიელ ონიანთან მოსკოვში და გეტყვის, ვინ ვარ მეო. ვუპასუხე, რომ ტარიელ ონიანს საერთოდ არ ვიცნობდი. ასეთი ზეწოლის ქვეშ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ბიზნესი და საკუთარი ოჯახის წევრები უნდა გადამერჩინა.”
ბესიკ ხარძიანი საკუთარი დაპატიმრების დეტალებზეც საუბრობს: “ხუთი მილიონი გადავიხადე და, წესით, არ უნდა დავეჭირე. მაგრამ ციხეში რომ ვიყავი, ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე. ახლა გამოვედი და მაქვს ასეთი მტკიცებულება, რომ თუ ახალი პორკურატურის პირობებში დამკითხავენ, ვინმე დავით ჩხატარაშვილი, ჩემი ციეხში ჯდომის დროს, უდესიანთან ერთად უნდა მიეყიდათ კუს ტბა არაბებისთვის 40 მილიონ დოლარად. ამის მტკიცებულება მაქვს, რომ ჩხატარაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე იყო ჩარეული. როცა ჩემმა ოჯახის წევრებმა გადაუფორმეს “კუს ტბის” აქციები, ამის მიუხედავად მაინც არ გამომიშვეს. ჩემი თანამესაკნე ჩვენებაში წერს, რომ დათა ახალაია მთვრალი მობრძანდა გლდანის ციხეში სოსო თოფურიძესთან “ქილერას” ოთახში და საშინელება უნდა ჩაეტარებინათ ჩემთვის. გლდანის ციხის კორპუსიდან გავიქეცი გასასვლელამდე და ვყვიროდი, რომ მიპირებდნენ მოკვლას. ამან შეაფერხათ. ჩემზე იყო ზეწოლა, უნდოდათ, რომ მეთანამშრომლა მათთან, რაზეც მე ხელს ვერ მოვაწერდი. “
