მთავრობა თუშეთის 10 ციხე–სოფლის რეაბილიტაციას გეგმავს

საქართველოს მთავრობა თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოებს იწყებს, რაც ძეგლების რეაბილიტაციით დასრულდება.

პრემიერის თქმით, საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები 10 ციხე-სოფელს შეეხება:

პრემიერ-მინისტრის ცნობით, საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოებისთვის 400 000 ლარს გამოყოფენ. სამუშაოებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, სტუდენტები. მისი თქმით, ზაფხული კარს მოგვადგა უკვე და ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ, პირველ რიგში, ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია და შემდგომში- უკვე სრული რეაბილიტაცია”, – ამბობს კვირიკაშვილი.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი ან დაზიანებულია, ან განადგურების პირას არის მისული. მისივე განცხადებით, პირველ რიგში ძეგლების აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდება, ხოლო შემდგომში სრული რეაბილიტაცია დაიგეგმება.