მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე რობერტ კობლიაშვილმა, რომელიც 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭიდაობს, ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ბექხან ოზდოევი დაამარცხა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საქართველოს დღეს, პირველ მაისს, ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქრო და 2 ბრინჯაო მოუტანა. კობლიაშვილის ოქროს მედლის გარდა, ბრინჯაოს თითო-თითო მედლები მოიპოვეს იაკობ ქაჯაიამ და ნუგზარ წურუწმიამ.