28 აპრილს გამართულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში,  25 საარჩევნო უბნის მონაცემით,  “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს. 

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოაგროვებს თუ არა ის გამარჯვებისთვის საჭირო ხმებს – ანუ არჩევნებზე მისული ამორმჩევლის 50% -ზე მეტის მხარდაჭერას.

ცესკო აგრძელებს უბნებიდან მიღებული ოქმების გამოქვეყნებას და “ნეტგაზეთი” წინასაწარ მონაცემებს შემოგთავაზებთ, ასევე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ცესკოს პრესკონფერენციას.

#54 მაჟორიტარულ ოლქში სულ 6 კანდიდატია რეგისტრირებული:

  • გიორგი უგულავა, #2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო”
  • გიორგი ლილუაშვილი, #17 – „საქართველო”
  • ზურაბ ქართველიშვილი, # 21 – „ტრადიციონალისტები”
  • მამუკა ტუსკაძე, # 23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”
  • გივი ჭიჭინაძე, # 41 -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
  • ვასილ კოპალიანი, # 42 – საინიციატივო ჯგუფი – . სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟაკოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა.

  • დღეს, 28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა  #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ვანი და ხონი];
  • 60 საარჩევნო უბანზე, სადაც სულ 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ამომრჩევლების 57.9 % მივიდა.
  • პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძოდა.
  • არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევებზე სულ 5 საჩივარი შევიდა საარჩევნო ადმინისტრაციაში.
  • საიამ განაცხადა, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს;
  • შუალედური არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
  • ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ.