15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41.1 %-ია – ცესკო

ცესკოს ცნობით, ვანში და ხონში, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება, 15 საათისთვის ამომრჩეველთა 41.1 % -მა მისცა ხმა.

#54 საარჩევნო ოლქში, რომელიც ხონსა და ვანს აერთიანებს, სულ 48123 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა 19789 ამომრჩეველმა.