პრეზიდენტ მარგველაშვილის პირველი ბრძანება ივანიშვილს ეხება

გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

აღნიშნული ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს პრემიერის მოვალეობის შესრულება დააკისრა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ის იქნება პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი.