ცესკო: 12 საათისთვის ამომრჩევლების 24.33 % -მა მისცა ხმა

ცესკოს ცნობით, ვანში და ხონში, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება, 12 საათისთვის ამომრჩეველთა 24.33 % -მა მისცა ხმა.

#54 საარჩევნო ოლქში, რომელიც ხონსა და ვანს აერთიანებს, სულ 48123 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა 11708 ამომრჩეველმა.