გივი ჭიჭინაძე: ჩვენ არავის ვუჩვენებთ არანაირ ბარათს

ჩვენ არავის ვუჩვენებთ არანაირ ბარათს და დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ვანსა და ხონში გივი ჭიჭინაძემ “ევროპული საქართველოს” კანდიდატის საპასუხოდ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ  “ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ მისცემენ ქართულ ოცნებას”.

“დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში ბარათებისა და წინასწარი განცხადებების გარეშე. ჯერჯერობით აქტივობა ისეთი არ არის, მაგრამ შუადღის შემდეგ ველოდებით ჩვენი ამომრჩევლის გააქტიურებას. ჩვენ გეგმები რაც გვქონდა, მათ განხორცელებას გავაგრძელებთ. სამი წელი მე გუბერნატორი გახლდით და 2021 წლამდე ყველაფერი გაწერილია- ინფრასტრუქტურის პროექტები, თითქმის ბოლომდე მიყვანილია ინვესტორების შემოყვანა. საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში.მიმდინარეობს, ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება თავისუფალ მშვიდ გარემოში ჩაეტარებინა წინასაარვევნო კამპანია”,- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.