სხდომაზე დეპუტატები  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შესახებ სამთავრობო კომისიის ანგარიშს ისმენენ. ანგარიშისა და ცალკეულ საკითხებზე ინფორმაციის წარმოსადგენად მოწვეულები არიან სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარეები: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ტანგიაშვილი.

 

“საოკუპაციო ზოლთან სამინისტრომ ყველა სოფელი შეისწავლა, სადაც შევიყვანთ გაზს და ეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მომდევნო წლის ზაფხულისთვის ყველა სოფელში ეს პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული. გამრიცხველიანებას რაც შეეხება, 2014 წლის მეორე კვარტლისთვის ეს სოფლები ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება. ასევე დამატებითი ჭაბურღილი კეთდება, რაც წყლის მიწოდების საკითხს მოაგვარებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესები მომავალ წელსაც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს კომპონენტი და ამ მხრივ რამოდენიმე სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ . ის სტუდენტები კი, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ, მათ დაფინანსებაზე განათლების სამინისტრო იზრუნებს”, – აღნიშნა ნარმანიამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *