“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ჩვენს ოფისში, რკინიგზის დეპარტამენტის შენობაში, გვერდზე კაბინეტებში ისხდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მაგრამ სამწუხაროდ მთელი ღამის განმავლობაში არ გამოვიდნენ კონტაქტზე, შესაბამისად საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშრების ორგანიზებით დაიწყო სრულმასშტაბიანი გაფიცვა”, – აცხადებს ილია ლეჟავა. მისი თქმით, ამ დროისთვის ზუსტდება ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელი სადგურის თანამშრომლები უერთდეგიან გაფიცვას:
მისი თქმით, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები კვლავ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, თუმცა მათი თქმით, ადმინისტრაციიდან კონტაქტზე გაფიცვის დაწყების შემდეგაც არავინ გამოსულა.
