ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგს აქვეყნებს

საბოლოო შემაჯამაბელი ოქმის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ხმების საერთო რაოდენობის 62,12%, დავით ბაქრაძემ – 21,72%, ნინო ბურჯანაძემ – 10,19%, შალვა ნათელაშვილმა – 2,88%, გიორგი თარგამაძემ – 1,06%. სხვა კანდიდატები 1–პროცენტიან ბარიერს ვერ გადასცდნენ.

 

არჩევნების შედეგები ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა გააცნო. ცესკოს ცნობით, არც ერთი შემაჯამებელი ოქმი არ ყოფილა გასაჩივრებული. შესაბამისად, ორგანომ შედეგები ვადაზე ადრე წარმოადგინა. კანონით ცესკოს შედეგების გქმოევყნების ვალდებულება 16 ნოემბრის ჩათვლით აქვს.