შოთა მურღულია შესაძლოა ქუთაისის მერი გახდეს

შოთა მურღულია
შოთა მურღულია

“მე მინისტრის მოადგილე ვარ და ჩვენს პრესსამსახურს დაუკავშირდით. მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ ჯერჯერობით,”- განაცხადა შოთა მურღულიამ.


ქუთაისის მერის თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ გახდა ვაკანტური, როდესაც ამ პოსტიდან დიმიტრი კოპალიანი გადადგა.


ქუთაისის ახალი მერი საკრებულომ კონკურსის საფუძველზე უნდა შეარჩიოს.


ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქუთაისის მერის თანამდებობას შოთა მურღულია დაიკავებს, ადგილობრივმა გამოცემამ newpress.ge-მ გაავრცელა.