ნიკოლ პაშინიანი სომხეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

სომხეთში ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ამბობს, რომ ხავერდოვანი რევოლუცია შედგა. მისვე თქმით, არ იქნება ვენდეტა. პაშინინმა სიტყვით მიმართვისას სხვა მოთხოვნებიც წამოაყენა და თქვა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.

“გუშინ, მარიოტში სერჟ საგსიანთან შეხვედრის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ის წავიდა პოსტიდან. როდესაც პოლიციელებმა წამიყვანეს, მე მათ ვეხუმრე, რომ სერჟ სარგსიანი აღარ არის ხელისუფლებაში და სომხეთის ხელისუფლება ხალხია. შემდეგ, როდესაც ჩემთან მაღალჩნოსნები მოვიდნენ მოლაპარაკებებზე, მივხვდი, რომ რევოლუცია შედგა.  მარწმუნებდნენ, რომ სერჟ სარგსიანი ოქტომბერში გადადგებოდა, მერე კიდევ ორი საათის განმავლობაში მარწმუნებდნენ რომ ერთ თვეში დატოვებდა პოსტს. ჩემი საბოლოო მოთხოვნა იყო, რომ 2 საათში უნდა გადამდგარიყო. ასეც მოხდა”,- მიმართა პაშინინიანმა ხალხს. 

მისივე თქმით, ხავერდოვანი რევოლუცია შედგა, თუმცა დღის წესრიგში რამდენიმე პუნქტია:

[checklist]

[/checklist]

“ჩვენი რევოლუცია ნახევრად განხორციელებული ვერ დარჩება, ასე რომ, “do your step”. თუ მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ისინი განაგრძობენ მართვას, მინდა ვუთხრა მათ, რომ ხალხმა გაიმარჯვა. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს რევოლუცია სიძულვილს არ ატარებს. მინდა ყველა მოქალაქეს მივმართო, ვინც შიშობს, რომ შურისძიება დაიწყება და უკვე ჩემოდნებს ალაგებენ და საკუთარი კაპიტალი ქვეყნიდან გააქვთ, არ გააკეთოთ ეს, რადგან ვენდეტა არ იქნება”,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ მომენტიდან პოლიცია შეწყვეტს  მოძრაობის წევრების დაკავებას და აქციის დროს დაკავებულები დატოვებენ იზოლატორებს, ხოლო პაშანიანმა აქციის წევრებს წესრიგისა და პოლიციის პატივისცემისკენ მოუწოდა.

“ამ მომენტიდან ჩვენ სომხეთის მომავალს ვაშენებთ. ბედნიერი და თავისუფალი სომხეთის მომავალს. უკვე ვთქვი, რომ ამ ხავერდოვან რევოლუციაში არ ყოფილა არანაირი საერთაშორისო ჩარევა. ეს სულით ხორცამდე სომხური რევოლუციაა. მიხარია, რომ ბევრმა ქვეყანამ ეს გაიგო”,- განაცხადა მან.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია: