საქართველოს ბანკი პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს პარტნიორი გახდა

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ბიზნეს პროექტ- „ბიზნეს კაფე“-ს პარტნიორი გახდა.

საქართველოს ბანკი, საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და „ბიზნეს კაფე“-ს პროექტის ფარგლებში, საკუთარ მომხმარებელს  საშუალებას აძლევს:

[checklist]

[/checklist]

საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული პირველი შეხვედრა სამსახურთან მიჯაჭვულობის თემატიკას მიეძღვნა. შეხვედრის სპიკერი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე იყო. შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და კლიენტები.

„ბიზნეს კაფე“-ს პროექტის ფარგლებში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც სპიკერები და სტუმრები შეძლებენ ერთმანეთთან მრავალფეროვან საკითხებზე დისკუსიების გამართვას.