საოკუპაციო ხაზთან ახლოს საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზთან ახლოს საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ  ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. უწყების თანახმად,  ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.”იმედის” ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალშია გადაყვანილი.