The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

დღეს, 21 აპრილს, დილის 10 საათიდან, tkt.ge-ზე დაიწყო The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების პირველი კალათის გაყიდვა, რაც ბილეთების შეზღუდული რაოდენობით გამოტანას გულისხმობს დაბალ ფასად. კონცერტი რუსთავის მოტოდრომზე 2018 წლის პირველ სექტემბერს გაიმართება.

ერთ ადამიანს მაქსიმუმ 6 ბილეთის შეძენა შეუძლია და ის ღირს:

VIP ბილეთი მოიცავს სპეციალურ გადახურულ ტერასას, ავტომობილის საპარკინგე სივრცეს, უფასო ბარის მომსახურებას და კვებას. ორგანიზატორების ცნობით, პირველი კალათის ბილეთების ამოწურვის შემდეგ დაიწყება ძირითადი გაყიდვა, შესაბამისად, ფასიც გაიზრდება და ეღირება: