ფიფამ რუსეთის მეზობელი ქვეყნების რაოდენობა საიტიდან წაშალა

მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, რუსეთის დახასიათებიდან მეზობელი ქვეყნების რაოდენობა საერთოდ წაშალა. აქამდე ფიფას საიტზე ეწერა, რომ რუსეთის ფედერაციას 18 მეზობელი ქვეყანა ჰყავდა, ნაცვლად 16-სა.

ზემოხსენებული შეცდომა ფიფას ვებგვერდზე რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიკმა აღმოაჩინა და ტვიტერზე გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც რიკარდმა მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციას შეტყობინება გაუგზავნა, ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მალევე გამოასწორა შეცდომა და საერთოდ წაშალა რუსეთის მეზობლების რაოდენობა.

credit to @FIFAcom for answering. they just emailed me to say that they have contacted their colleagues at https://t.co/HFU0Ebxn6j to correct the mistake. #Russia has 16 neighbours, not 18. #Georgia.

— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) April 20, 2018

რუეთის ფედერაციას 16 მეზობელი ქვეყანა ჰყავს (იაპონიისა და აშშ-ის ჩათვლით). 18  მეზობელი გამოდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, რომეელთა დამოუკიდებლობასაც საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.

რიკარდ იოზვიკას ტვიტერზევე პასუხობს საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი და წერს, რომ ქართული მხარე ამ საკითხზე მუშაობს.

ფიფა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს. წელს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში იმართება.