მამუკა ბახტაძე ბილ გეითსს შეხვდება – ფინანსთა სამინისტრო

ხვალ, 21 აპრილს, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე Microsoft-ის დამფუძნებელს, ბილ გეითსს შეხვდება. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური შეხვედრის შესახებ დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის საგაზაფხულო შეხვედრაში.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.