მეტროს მუშაობა აღდგენილია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თამაზ რობაქიძის ინფორმაციით, ახმეტელის სადგური 12 წუთის განმავლობაში არ მუშაობდა.

 

“ლოკალური ტექნიკური პრობლემა იყო. კერძოდ, ლიანდაგის ერთ-ერთ სადენს დენი არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის პრობლემა უკვე არ არსებობს, მეტრო შეუფერხებლად მუშაობს,”- ამბობს თამაზ რობაქიძე.