მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის კონცერტზე დაუკრავს

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი 2018 წლის 8 დეკემბერს ნობელის პრემიის კონცერტზე დაუკრავს, რომელიც სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ლიზა ბათიაშვილი კონცერტის სოლისტი იქნება, ხოლო სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრს კარინა კენელაკი უდირიჟორებს.

2018 წელს ნობელის პრემიის კონცერტი მეცამეტედ გაიმართება და მას ნობელის ფონდის სტუმრები და შვედეთის სამეფო ოჯახის წევრები დაესწრებიან.

ლიზა ბათიაშვილი თბილისში დაიბადა. დაწყებითი მუსიკალური განათლება თბილისის “ნიჭიერთა ათწლედში მიიღო. 1991 წლიდან  გერმანიაში ცხოვრობს, სწავლობდა ჰამბურგის კონსერვატორიაში, 1993 წლიდან სწავლობდა მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში; თანამშრომლობს და გამოდის ევროპის წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან.

[blue_box]ჯილდოები პრემიები, პრიზები [/blue_box]