ახალი ამბები

მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ

18 აპრილი, 2018 • 10605
მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ იცნობს. ამის შესახებ ბახტაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დღეს, 19 აპრილს გამართული ლაივის დროს განაცხადა, სადაც იგი მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძეა და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა ფინანსთა მინისტრს, რაზეც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჭორებს და სიცრუეს ავრცელებს და რეალურად ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ იცნობს.

მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი. 2010 წლიდან 2012 წლამდე კი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი