საგარეო საქმეთა სამინსიტროს ცნობით, შეხვედრის პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია კვლავ  რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის საკითხს განიხილავს და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის თაობაზე. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კი განხილული იქნება ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

 

“საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სავალალო ვითარებასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ჯარის არალეგალური პოლიტიკითა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებისა და მიწათხრილების მოწყობით”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

დავით ზალკალიანი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *