ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს. მკვლელობაში ბრალდებულია მოკლულის ყოფილი მამინაცვალი – ვ.ბ, რომელიც 14 აპრილს თელეთში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უწყებაში “ნეტგაზეთს” აცნობეს, რომ ბრალდებულს ბრალი 11 პრიმა 109-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისატიკით.