ნიგერიელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის მატჩში კობახიძე და კალაძეც მონაწილეობენ [ვიდეო]

ნიგერიელ სტდენტებსა და ადგილობრივებს შორის ამხანაგრ მატჩში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერიც იღებენ მონაწილეობას. შეხვედრა ბელიაშივლის ქუჩაზე მდებარე საფეხბრთო მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს [18:30].

როგორც შეხვედრის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა, ის ორივე გუნდის შემადგენლობაში გეგმავს ითამაშოს. ირაკლი კობახიძემ კი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს სტუმრები არიან:

“ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენი სტუმრები არიან და აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერ და ვერთვები მასში” – უთხრა “ნეტგაზეთს” ირაკლი კობახიძემ.

ამ დროისთვის შეხვედრის პირველი ტაიმი მიმდინარეობს, ანგარიში ფრე, 2:2-ა [18:30].

რა მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე?

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

წაიკითხეთ, რას ჰყვება ერთ-ერთი სტუდენტი ნეტგაზეთთან საუბრისას:

რას ჰყვება ნიგერიელი სტუდენტი, რომელსაც სტადიონზე თავს დაესხნენ