ბიზნესმენმა საძიებო სისტემა გუგლს “დავიწყების უფლების” გამო სასამართლო დავა მოუგო. BBC- ის ცნობით, მოსარჩელის სახელი უცნობია, იგი კომპანიას საძიებო სისტემიდან იმ ინფორმაციის წაშლას სთხოვდა, რომელიც მის მიერ ჩადენილ წარსულ დანაშაულს უკავშირდება.
ბიზნესმენი, რომელიც გუგლს ედავებოდა, 10 წლის წინ ცნეს დამნაშავედ საკომუნიკაციო ხაზების უკანონო მოპოვებისთვის და მან ციხეში 6 თვე გაატარა. მოსამართლე მარკ ვარბიმ მისი სარჩელი დღეს, 13 აპრილს დააკმაყოფილა, თუმცა მან იგივე არ გააკეთა კიდევ ერთი ბიზნესმენის სარჩელთან დაკავშირებით “დავიწყების უფლებაზე”, რომელსაც უფრო სერიოზულ დანაშულს ედავებოდნენ. მას ანგარიშების უკანონო მოპოვება ედებოდა ბრალად და ციხეში 4 წელი გაატარა.
ორივე ბიზნესმენი გუგლისგან ითხოვდა წაეშალა ინტერნეტ მისამართები მათი დანაშაულებრივი წარსულის შესახებ, მათ შორის, ახალი სტატიებიც, რადგან ისინი აცხადებდნენ, რომ ეს სტატიები აღარ იყო რელევანტური. მოსარჩელეებმა მას შემდეგ მიმართეს სასამართლოს, რაც კომპანიამ უარი უთხრა მოთხოვნის შესრულებაზე. კომპანია დღეს აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებენ.
[blue_box]როგორ გაჩნდა “დავიწყების უფლება”[/blue_box]
2010 წელს ესპანეთის მოქალაქემ ერთ-ერთი გაზეთის, “Google.es” და “Google.inc”-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მის შესახებ განთავსებული ინფორმაციის წაშლა მოითხოვა. საქმე ეხებოდა მის სახლს, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული და აუქციონის წესით უნდა გაყიდულიყო 1998 წელს. მომჩივნის განცხადებით, ეს ქონებრივი დავა დასრულებული იყო, ამიტომ ინფორმაცია გახლდათ არასწორი და არარელევანტური, ასევე, არღვევდა მისი პირადი ცხოვრების უფლებას.
მომჩივანს ორი მოთხოვნა ჰქონდა: 1. გაზეთს წაეშალა ან იმგვარად შეეცვალა გვერდი, რომ მის შესახებ პერსონალური ინფორმაცია არ გამოჩენილიყო და 2. გუგლის ესპანურენოვან და საერთაშორისო გვერდებს წაეშალათ მასთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული ცნობები, ეს ინფორმაცია კი ძებნისას აღარ უნდა გამოჩენილიყო.
ესპანეთის სასამართლომ აღნიშნული დავა თავად ვერ გადაწყვიტა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) მიმართა. დილემას რამდენიმე საკითხი ქმნიდა:
ესპანეთის სასამართლომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე მიიღო პასუხი. 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განაცხადა:
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, Google-მა ონლაინ ფორმატში განცხადებების მიღების პლატფორმა შექმნა, სადაც მოქალაქეები კომპანიისგან მათ შესახებ პირადი ინფორმაციის შემცვლელი ბმულების წაშლას ითხოვენ. “გარდიანის” ინფორმაციით, ამ პლატფორმის შექმნიდან 24 საათში კომპანიამ 12 000 ამგვარი მოთხოვნა მიიღო. კომპანიის ცნობით, ბმულებს არა სპეციალურად შექმნილი ალგორითმი, არამედ ადამიანები წაშლიდნენ. 2014 წლის ივნისში კომპანიამ ბმულების წაშლა ეტაპობრივად დაიწყო. ჯამში, კომპანიამ 280 000 ამგვარი მოთხოვნა მიიღო.
დავიწყების უფლების შესახებ წაიკითხეთ ვრცლად.