ორ ლიანდაგიანი ხაზი მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში

სიახლეა საქართველოს რკინიგზის ხარაგაული – ლაშეს მონაკვეთზე.

მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ერთ ლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ.

4 კილომეტრ ნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორ ლიანდაგიანია.

განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს.