იყო თუ არა პენალტი? – არგუმენტები

რეალისა და იუვენტუსის საჩემპიონთალიგო მეოთხედფინალის მიწურულს მსაჯმა მაიკლ ოლივერმა მადრიდელების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც რონალდომ გოლად აქცია და რეალი ნახევარფინალში გაიყვანა. ეპიზოდის შემდეგ სოციალურ ქსელებში არაერთი გულშემატკივარი დავობს, იყო თუ არა პენალტი? cbssports-მა რამდენიმე არგუმენტი გამოაქვეყნა.

“პენალტი არ იყო”

ამ სურათში ჩანს, რომ ლუკას ვასკესი ბენატიასთან მცირე კონტაქტის შედეგად თითქოს უკვე იწყებს მინდორზე დავარდნას.

He was down before Benatia even laid a hand on him looool. pic.twitter.com/oK1hzVvvGf

— Hanady (@fcbhass) April 11, 2018

ქვემოთ მოყვანილი კადრის მიხედვით, ბენატია თითქოს ბურთს ეხება.

benatia getting that ball pic.twitter.com/XQpTLmbUO9

— Prashant Pandey (@Prashan15) April 11, 2018

მადრიდულ გაზეთ AS-თან საუბარში ყოფილი არბიტრი ედუარდო იტურალდე ამბობს, რომ მსაჯმა პენალტის დანიშვნისას არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“კონტაქტი საკმარისი არ იყო”, – აცხადებს იტურალდე.

“პენალტი იყო”

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში თითქოს ჩანს, რომ ბენატია ბურთს თითქოს საერთოდ არ შეხებია.

Take another look at this.

Benatia clearly didn’t touch the ball. He hit Vasquez on the chest and his torso pic.twitter.com/z4Fb6IaXgO

— Wolexis.com (@wolexis) April 11, 2018

გრეჰემ პოლი, ყოფილი ინგლისელი არბიტრი ამტკიცებს, რომ მაიკლ ოლივერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის ასევე იზიარებს პენალტის დანიშვნის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონის მოედნიდან გაძევების გადაწყვეტილებასაც.