ინდოეთში სკოლის ავტობუსი ხეობაში გადავარდა – დაიღუპა 27 ბავშვი

BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის მთიან რეგიონში სკოლის ავტობუსის ხეობაში გადავარდნის შედეგად მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მათი უმეტესობა ბავშვია.

როგორც AFP-ს ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა, სანტოშ პაატალმა განუცხადა, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაიღუპა 27 მოსწავლე, ავტობუსის მძღოლი და ორი მასწავლებელი. მგზავრების უმეტესობა 10 წლამდე ასაკის იყო.

ინციდენტი დღეს საღამოს ინდოეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ შტატში, ჰიმაჩალ-პრადეში მოხდა.

BBC წერს, რომ ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, რადგან მძღოლები საშინლად ატარებენ ავტომობილებს. გარდა ამისა, როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, ავტოსაგზაო შემთხვევებს ცუდი გზები და გაუმართავი მანქანებიც იწვევს.