BBC: „ტრამპ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

BBC-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში, „ტრამპ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი შენობის 50-ე სართულზე გაჩნდა, სადაც მაღალი რანგის ბინები და საოფისე ფართებია.

სახანძრო-სამაშველო სამსახური წუხელ აცხადებდა, რომ სერიოზულად დაშავებული არავინ იყო, რადგან სწრაფი რეაგირება მოახდინეს, რისთვისაც ტვიტერით დონალდ ტრამპმა მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ხანძარი უმნიშვნელო იყო, რადგან მისი „თაუერი“ კარგადაა აშენებული”.

დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საცხოვრებელი სახლისა და ოფისის შენობები შეიცვალა. ამჟამად ის ვაშინგტონში იმყოფება.