კონორ მაკგრეგორი დააკავეს და ჩემპიონის ქამარი ჩამოართვეს

გარდიანის ინფორმაციით, შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ბრუკლინში UFC-ის პრესკონფერენციაზე განხორციელებული თავდასხმისა და კულისებში ავტობუსის შუშის ჩამტვრევის გამო დააკავეს. ძალადობრივი ინციდენტის შედეგად, 29 წლის სპორტსმენი ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში თავად გამოცხადდა და ბრალი აღიარა.

გუშინ TMZ-მა ტვიტერზე გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ დაესხა თავს კონორ მაკგრეგორი, რამდენიმე პირთან ერთად, ავტობუსს  და სკამით შუშა ჩაამტვრია. პრესკონფერენციის შემდეგ ამ ავტობუსს სპორტსმენები გადაჰყავდა. გარდიანის ინფორმაციით, ჩამსხვრეული მინის ფრაგმენტებით რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

yoooooo… first time seeing this one. Conor has legit lost his mind. pic.twitter.com/XcLFd2FIMo

— caposa (@Grabaka_Hitman) April 5, 2018

გარდიანის ცნობით, ცნობილი სპორტსმენი ჯერჯერობით პოლიციის განყოფილებაშია დაკავებული და სასამართლო პროცესს ელოდება.

შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციამ, UFC-მ ასევე დაადასტურა მომხდარი და განაცხადა, რომ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი რამ. ორგანიზაციის პრეზიდენტის, დანა ვაითის განცხადებით, კონორ მაკგრეგორის საქციელი არის ამაზრზენი, რის გამოც მას ამ კვირაში ჩემპიონის ქამარი ჩამოერთმევა.

UFC-ის პრეზიდენტის განცხადებას თავად ირლანდიელი სპორტსმენი უცენზუროდ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ქამარი მისთვის არაფერს ნიშნავს”.

You’s’ll strip me of nothing you’s do nothing cunts.

— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) April 5, 2018

 

კონორ მაკგრეგორის განცხადებით, გასული წლის აგვისტოში, ფლოიდ მეივეზერთან ერთად, მხოლოდ ერთი ჩხუბით,140 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ინტერნეტ-საძიებო სისტემის, გუგლის ინფორმაციით, 2017 წელს სპორტსმენებს შორის ყველაზე ხშირად კონორ მაკგრეგორს ეძებდნენ.

კონორ მაკგრეგორი. ფოტო: Getty Images