სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიის მოქალაქის ცხედარი ვერტმფრენით თბილისში გადმოასვენეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან დღეს, 6 აპრილს, ჩამოიყვანეს ორი დაშავებული, რომლებიც მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადიან. დაშავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა.
უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სამაგრის გაწყვეტა გახდა. შემთხვევა მყინვარწვერზე გუშინ, 5 აპრილს მოხდა.